მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
3 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის ტექნო-პარკში ჩატარდა საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა და ლექტორთა საუნივერსიტეტო კონფერენცია, რომელშიც ჩვეული ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ექვსი მასწავლებელი - ფაქიზო ფანჩულიძე, იამზე წულუკიძე, აზა ნაფეტვარიძე, ინგა არაბიძე, თამარ გრიგოლია და სალომე ქობალია.
მომხსენებლის რანგში კი აუდიტორიის წინაშე წარდგნენ სკოლის ხელმძღვანელი ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგი სალომე ქობალია, თემებით - „წარმატებული გაკვეთილი აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში“ და „ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლა“.
პრეზენტატორებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და გამოცდილება. ორივე თემამ მოწონება დაიმსახურა, მომხსენებლებმა კი სხვადასხვა სკოლის პედაგოგისგან შეთავაზება და თანამშრომლობა მიიღეს.
კონფერენციის ბოლოს მომხსენებლები და მსმენელის რანგში მყოფი მასწავლებლები სერტიფიკატებით დასაჩუქრდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნაყოფიერი დღის დაგვირგვინება იყო ბათუმის სამების სახელობის ეკლესიის მოლოცვა, სადაც ყველა პედაგოგმა ოჯახის, სკოლისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ილოცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა