სიახლეები
სიახლეები, სკოლები

„რეპეტიტორებთან არ დავდიოდი, სკოლაში მიღებული განათლებით ჩავაბარე“ - გაიცანით კიდევ ერთი მაღალქულიანი აბიტურიენტი, ირაკლი ჯანაშია
06-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების თითქმის ყველა საგნის შედეგი უკვე ცნობილია. ერთ-ერთი აბიტურიენტი რომელმაც უმაღლესი ქულები აიღო კი ირაკლი ჯანაშიაა, მან მომზადების გარეშე შეძლო ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური - 70 ქულის მიღება,  ქართულში - 60-დან 57 ქულა, ისტორიაში 60-დან 59, ხოლო სამოქალაქო განათლებაში 60-დან 56 ქულა დააგროვა.

აბიტურიენტმა etaloni-ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ კარგად ისწავლი, სკოლაში მიღებული განათლება ამის საშუალებას ნამდვილად მოგცემს

„ასეთ ქულებს ნამდვილად არ ველოდი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება საერთაშორისო ურთიერთობებზე. გამოცდების დროს ძალიან ვნერვიულობდი და ვფიქრობდი შეცდომები არ დამეშვა. რეპეტიტორებთან არ დავდიოდი, უბრალოდ ჩემი სკოლის მასწავლებელთან გავდიოდი კონსულტაციას. თუ სკოლაში კარგად იმეცადინებ აუცილებლად შეძლებ გამოცდების ჩაბარებას. თუ კარგად ისწავლი, სკოლაში მიღებული განათლება ამის საშუალებას ნამდვილად მოგცემს. თუმცა, მგონია, რომ ეს ბავშვზეცაა დამოკიდებული უმეტესწილად", - გვეუბნება აბიტურიენტი. 

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჯანაშია ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორის, შორენა შამათავას შვილია. etaloni.ge ულოცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტს და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება