მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ კურსდამთავრებულებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ და ამაყობენ აბიტურიენტთა შედეგებით.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის ყველა აბიტურიენტი უკვე პოტენციური სტუდენტია. ვულოცავთ, თითოეულ მათგანს, ბედნიერ, წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ. მადლობა მათ, რომ ასახელეს მშობლები, სკოლა და პედაგოგები.
მადლობა ჩვენს პედაგოგებს - მინდია მაცაბერიძეს, ეკა ხუტაშვილს, მარიამ სულაქველიძეს, რომელთა ძალისხმევითა და თავდაუზოგავი მუშაობით მიაღწიეს წარმატებას ჩვენმა მოსწავლეებმა.
ვისურვებდით, ყოველ წელს გვეამაყოს ჩვენი მოსწავლეებით და წარმატებით დაგვესრულებინოს ყველა სასწავლო წელი.
ასევე არ შეგვიძლია სიხარულით არ აღვნიშნოთ სკოლის X-XI კლასელთა წარმატება წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე, ასეთი საამაყო ქულებით (ქართულის 54, ინგლისურის 62, ისტორიის 45) ხვდებიან ისინი მომავალ სასწავლო წელს უფრო მეტი ენთუზმიაზმითა და უფრო მაღალი ქულების პერსპექტივით... მომავალში მათგანაც ველით უმაღლეს ქულებს და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ მათ!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ X-XI კლასელთა აქტიურობა, აბიტურიენტებს კი სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაკულტეტებზე ჩაბარებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, რაც აბიტურიენტთა მიღწევებზე აისახება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა