მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N133 საჯარო სკოლაში გამორჩეული, საკუთარი საქმის პროფესიონალი, მიზანდასახული პედაგოგები ასწავლიან, რომლებიც ახალგაზრდების წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი.
სწორედ ერთ-ერთი მათგანია ისტორიის წამყვანი მასწავლებელი ეკატერინე მაისურაძე, რომელიც მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი. გარდა პროფესიული საქმიანობისა, ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს.
ეკატერინე მაისურაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები ისტორიის ცოდნას საინტერესო აქტივობებით იღრმავებენ. სკოლაში პედაგოგს უდიდეს წარმატებას უსურვებენ და ამბობენ, რომ მისი სჯერათ.
„სასკოლო საზოგადობის რჩეული, საუკეთესოთა შორის საუკეთესო პედაგოგი - ეკატერინე მაისურაძეა. მაღალი კვალიფიკაციის, მუდამ შემართებული, თითეული აღსაზრდელის წარმატებაზე და რეალიზებულ მომავალზე ორიენტირებული, საამაყო პედაგოგი და საიმედო მეგობარი ეკა მასწავლებელი. გვეამაყება თბილისის N133 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას და დარწმუნებული ვართ მის წარმატებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 5 ივლისს დასრულდა.
მასწავლებლის ეროვნულ დღეს - 27 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა