მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლა, წელსაც ამაყობს კურსდამთავრებულებით, რომლებმაც თავიანთი ცოდნა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით წარმოაჩინეს და ახლა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მოლოდინში არიან.
სკოლა სიხარულით გვიზიარებს, ახალგაზრდების მაღალ ქულებს, მათ შორის აღსანიშნავია XIIა კლასის კურსდამთავრებულების წარმატება, რომელთა დამრიგებელიც ზეინაბ ძოწენიძე გახლდათ
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ნინო ინასარიძემ 57 ქულა დააგროვა, მარიამ ფხაკაძემ - 55, მარია როინიშვილმა ასევე - 55 ქულა. საგნის პედაგოგები: ნათია ხაზარაძე და ნინო დევიძე გახლდათ.
ინგლისური ენაში ნინო ინასარიძემ - 69 ქულა, ანი ნემსიწვერიძემ - 69 ქულა, ერეკლე კაკაბაძე - 68 ქულა, მარიამ ფხაკაძემ- 67, არჩილ კოპალიანმა - 67; თეკლა ცარციძემ- 66, მარია როინიშვილმა კი - 65 ქულები მოაგროვეს.საგნის პედაგოგი რუსუდან კარკაძე გახლდათ.
ისტორიის გამოცდაზე თეკლა ცარციძემ აჩვენა მაღალი შედეგი და მაქსიმალური 60 ქულიდან, 55 ქულა მოაგროვა, საგნის პედაგოგი ჯეირან კოღუაშვილი გახლავთ.
არანაკლებ წარმატებით ჩააბარეს გამოცდები XIIბ კლასი კურსდამთავრებულებმა, რომელთა დამრიგებელი თამარ ბუცხრიკიძე გახლდათ.
ქართულ ენა და ლიტერატურაში, ნოდარ ცუცქირიძემ 57 ქულა მიიღო, მაქსიმალური კი 60 ქულა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ საგნის პედაგოგები: რუსუდან ხობუა და მაია დვალი გახლდათ.
ახალგაზრდებმა საამაყო შედეგები აჩვენეს ინგლისურ ენაში: ნოდარ ცუცქირიძემ - 70, თინა ცეცხლაძემ - 70, ნიკოლოზ დეისაძემ - 68, ლიზი ბუბუტეიშვილმა - 68; ვიკა გვენეტაძემ - 66, ცოტნე ცუცქირიძემ- 66, ხოლო ნატალია მარქარაშვილმა 65 ქულა მოაგროვეს.
საგნის პედაგოგი სოფო პალიაშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა