მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. მათ სკოლა ასახელეს და სასკოლო საზოგადოება გაახარეს.
სკოლის კურსდამთავრებულებს: ტატო ბარნაბიშვილს, მარიამ კოჭლამაზაშვილს, გიორგი გიგოსაშვილს, ლუკა ფირცხელანს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შრომა და მონდომება დაუფასდათ, რისი დასტურიც ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მათი ქულებია.
შედეგებით განსაკუთრებით გამოირჩევა ტატო ბარნაბიშვილი, რომელმაც ყველა საგამოცდო საგანში თითქმის მაქსიმალური ქულა დაიმსახურა: ქართული - 59/60, ინგლისური - 67/70, ისტორია - 58/60.
სკოლაში კურსდამთავრებულებით ამაყობენ. ასევე განსაკუთრებულ მადლობას სკოლის პედგოგებს უხდიან, რომელთაც მოსწავლეთა განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.
„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგებისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს: ნინო ქოქუაშვილს, მაიკო ჯოხარიძესა და მანანა დავითაშვილს.
სკოლის ადმინისტრაცია ვულოცავთ ჩვენს აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით დასრულებას და საინტერესო, ძიებით სავსე სტუდენტობას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა