მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლა სიამაყით გვიზიარებს კურსდამთავრებულების წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
ალისა ჯაღაცპანიანმა, ანი თაზაიანმა და მარინა ბაღოიანმა მაღალი ქულებით ჩააბარეს ზოგადი უნარები სომხურ ენაზე და ახლა, სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ელიან.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უკვე ყოფილი მოსწავლეებისთვის ძალიან სასიხარულო იყო მიღებული შედეგების ნახვა. „ეს დღე მათთვის უბედნიერესი იყო და სიამაყით განაცხადეს: „სწავლას ვაგრძელებთ ჩვენს ქვეყანაში“ - გვითხრეს სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სამივე კურსდამთავრებულმა სკოლა წარჩინებიტ დაამთავრა და ისინი მედლის კანდიდატები არიან.
ოროჯალარის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ალისას, ანის და მარინას, უსურვებენ ულევ წარმატებას, საინტერესო და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას