მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის მთავარი საზრუნავი ახალგაზრდების წარმატებული მომავალი და ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაა. თავდაუზოგავი შრომა, რომელსაც ისინი მთელი სასწავლო წლის მანძილზე დებენ მოსწავლეებში სწორედ ამ პერიოდში აბიტურიენტთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული შედეგებით ფასდება.
საგურამოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები პედაგოგებს საშუალება მსიცეს ეამაყათ, როგორც თავიანთი თავებით ისე მათით.
უკვე ყოფილი მოსწავლეების მიერ მიღებულ შედეგებს სკოლის დირექცია ეხმიანება, კურსდამთავრებულებს - მარიამ მოძღვრიშვილს, ანასტასია გზირიშვილს, ნანა გოგიძეს, სალომე ჯავახიშვილს, მარიამ ომარაშვილს, გიორგი ბერიანიძეს, მარიამ მჭედლიშვილსა და საბა ქავთარაძეს გამოცდების ჩაბარებას დიდი სიყვარულით ულოცავს და სასურველ ფაკულტეტებზე წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა