მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებას აძლევს და რც მათი ღირსეულ და პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბება რჩება ყურადრების მიღმა.
სწორედ ამიტომ, მოსწავლეები და კურსდამთავრებულები ცხოვრების გზაზე ბევრ წარმატებას აღწევენ. ახლა გიმნაზიაში კურსდამთავრებულის, ოქროსმედალოსნის - საბა ებანოიძის წარმატებით ხარობენ.
ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა ბიუროს გლობალური გაცვლის პროგრამა - Global UGRAD-ის ფარგლებში ამერიკაში ისწავლის.
აღსანიშნავია, რომ გაცვლითი სემესტრის განმავლობაში, Global UGRAD-ის სტუდენტები ამერიკის უნივერსიტეტებში იცხოვრებენ და ისწავლიან.
„გამორჩეულ სტუდენტებს მიაქვთ საკუთარი უნიკალური გამოცდილება და კულტურა ამერიკაში. სახლში დაბრუნების შემდეგ კი, ისინი ამერიკაში მიღებულ ცოდნასა და უნარებს პოზიტიური ცვლილებებისთვის გამოიყენებენ.
ვულოცავთ საბას და ვუსურვებთ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა