მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, ამას მოწმობს მე-11 კლასის მოსწავლის ანასტასია წოწორიას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული წარმატება.
მოსწავლემ ცოდნა და შესაძლებლობები გამოსცადა, წელს ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და მაღალი ქულებიც დაიმსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინგლისურ ენის გამოცდაში მოპოვებული მაქსიმალური 70-დან 67 ქულა.
მოსწავლის ინგლისური ენის პედაგოგი ფატი ბაღდავაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლის მიღწევებით ამაყობს.
„გოგონა, რომელსაც რეპეტიტორთან არ უვლია. გულდასმით და მონდომებით ასრულებდა დავალებებს და აქტიურად იყო ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში“,- გვეუნბებიან სკოლაში და წელს უკვე აბიტირიენტს მომავალ წელს ასეთი და მეტი წარმატებით უსურვებენ გამოცდების ჩაბარებას.
აღსანიშნავია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტებთან ერთად, მე-11 კლასელებსაც შეუძლიათ გასვლა, თუმცა მათი შედეგები კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვთ სრული ზოგადი განათლება.
ეს პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია არსებობს და ერთადერთ მიზანს ემსახურება - მომავალმა აბიტურიენტებმა ტესტირების გავლის გამოცდილება მიიღონ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა