მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში აბიტურიენტებს აქტიურად გულშემატკივრობენ და განსაკუთრებულად ახარებთ მათი მიღწევები.
სკოლის კურსდამთავრებულებმა - ლაშა გორგილაძემ, რიმა მახარაძემ და გენადი მახარაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტობისთვის ემზადებიან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ლაშა გორგილაძის შედეგი, რომელმაც ინგლისურ ენაში 70-დან 61 ქულა მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს - ლაშა გორგილაძეს, რიმა მახარაძეს და გენადი მახარაძეს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. წარმატებებს გისურვებთ მომავალში“,-აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა გულშემატკივრობას აგრძელებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა