მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ინტერესები პრიორიტეტულია, ბავშვების როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
გასული სასწავლო წლის აქტივობებიდან აღსანიშნავია, ლიტერატურული ტექსტის მოდელირება - მინი სპექტაკლი, რომელის დადგმასაც მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გაართვეს თავი.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნას“ პერსონაჟები გააცოცხლეს და სპექტაკლად ნაქცევი მოთხრობის საკვანძო ფრაგმენტები გადაიღეს.
მაგდანის როლი ნინო მეფარიძემ მოირგო, ქეთო - მარი აბულაძემ განასახიერა, ვიდეომონტაჟი კი ლილე ფანჩულიძე ეკუთვნის.
მოსწავლეთა კრეატიულობა, საქმისადმი დამოკიდებულება და სამსახიობო ოტატობა მართლაც აღმაფრთოვანებელია.
„საქართველოს ისტორიის ავბედითი გამოძახილი... ათასობით დედის მკერდზე აწიწკნილი შვილი... ძევრის სკოლის „იავნანამ რა ჰქმნას“ მოდელირებული ვერსია“, მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.
იხილეთ ვიდეორგოლი:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა