სიახლეები
სიახლეები

ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური, 70 ქულა მიიღო შუაგორას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - გაიცანით მარიამ სოფრომაძე
08-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია. სულ ბოლოს, ლიტერატურისა და ფიზიკის ქულები გამოქვეყნდა. სწორედ ლიტერატურის გამოცდაზე მიიღო ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ სოფრომაძემ 70-დან 70 ქულა. 

როგორც აბიტურიენტი etaloni.ge-სთან ამბობს, გამოცდებისთვის მონდომებით ემზადებოდა, ძალიან ბევრი იშრომა და დაუფასდა კიდეც. 

„ჩემი მოლოდინები გამართლდა, შრომა დამიფასდა. სწავლის გაგრძელებას ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ვაპირებ, სამართლის ფაკულტეტზე. სხვა საგნებშიც საკმაოდ კარგი ქულები მყავს. რეპეტიტორებთან ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი, თუმცა ცალკე ლიტერატურაზე არ მივლია, ჩემით ვკითხულობდი სხვადასხვა ტექსტს. მეოთხე საგნად ამის ჩაბარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ლიტერატურა ძალიან მიყვარს - ეს გრძნობა ბავშვობიდანვე ღრმად მაქვს გამჯდარი. თუ იშრომებ, საკითხებს გადახედავ და ისწავლი, გამოცდა რთული და დაუძლეველი არ არის“,-აღნიშნა  მარიამ სოფრომაძემ.

აბიტურიენტის წარმატებით განსაკუთრებით მშობლიურ სკოლაში ხარობენ. სასკოლო საზოგადოება მას და ქართულის მასწავლებელ ნანა გიორგაძეს ამ მიღწევას ულოცავს. 

„საგამოცდო ამბების სიხარული ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ქართულსა და ინგლისურში უკვე აღარავის უკვირს მაქსიმალური ქულების აღება. საყოველთაოდ ცნობილია, რა რთულია არჩევითი საგანი - ქართული ლიტერატურა. ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო... სკოლა ამაყობს ჩვენი მოსწავლის მიღწევებით. ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას და მასწავლებელთან, პატივცემულ ნანა გიორგაძესთან ერთად, ვუსურვებთ, ილიას კალამივით მახვილი, ვაჟას ომახიან ხმასავით მჭექარე, შოთას პოემასავით სიბრძნით გაჯერებული ყოფილიყოს მათი სიტყვები აწმყოსა და მომავლის დიდებულ წარსულთან დასაკავშირებლად. სწორი გზებით ევლოთ, ღირებული და მარადიული იდეებით ესაზრდოებინოთ საკუთარი აზრები და ახალი თაობა. წყაროს წყალივით სჭირდება დღეს მართალი და ჭეშმარიტი სიტყვა ადამიანებს ...

ქართულის მასწავლებლობა უდიდესი მისიაა, ეს არ არის საგნის მასწავლებელი, ეს არის ცხოვრების, ღირსების, ადამიანობის, ქვეყნის სიყვარულისა და საზოგადო საქმეებისთვის თავგანწირვის სწავლება ლიტერატურულ მაგალითებზე... ღირსეულად ეტარებინოთ და წარმატებით შეგესრულებინოთ დაკისრებული მოვალეობა“,- ამბობენ სკოლაში. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება