მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში ქვეყნის ლაღი მომავალი ყალიბდება.
სკოლაში, სადაც მთელი ზაფხულის მანძილზე, საზაფხულო ბანაკების სერია მიმდინარეობს, მოსწავლეები სახალისო, საინტერესო და შემეცნებით აქტივობებში არიან ჩართულნი.
მოსწავლეებთან ერთად, აქტივობებში მონაწილეობენ პედაგოგები, რომლებიც ბანაკ „ცეროდენას“ ბავშვებს საინტერესო თავგადასავალს სთავაზობენ.
ყოველი დღე დიდი ჟრიამულით იწყება, აქტივობები კი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ძევრის საჯარო სკოლაში დიდ მადლობას უხდიან ბანაკში ჩართული მოსწავლეების დამრიგებლებს - ლალი ჯანაშიას, ლუიზა ხუჯაძეს, მარო ბერუაშვილს და მარინე ბოგვერაძეს.
ბანაკის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებია რიან - ელენე ჯიხვაშვილი, გიორგი გიორგაძე, გიორგი ხეცაძე, ლილე ფანჩულიძე, გიორგი ფხალაძე, ლიზი ბრეგაძე, მარიამ მეფარიძე, მარიამ რობაქიძე, ნიკა კუტალაძე, ნინი მაღლაკელიძე, ნინო მეფარიძე, ქრისტინე გიორგაძე, თაკო ხეცაძე, ვოვა ფანჩულიძე და ბარბარე კალატოზი (თავქალი).
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა