სიახლეები
სკოლები

ფშაველის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ხუტუაშვილმა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში „გრან-პრი“ მოიპოვა
08-08-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის - გიორგი ხუტუაშვილის წარმატებას აღნიშნავენ. 

მოსწავლემ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში „გრან-პრი“ მოიპოვა. 

საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში - „სულიკო“, რომელიც ჩეხეთში, ქალაქ კრალოვი-ვარში გაიმართა, ქალაქ თელავიდან, სტუდია N-voice-ის” წევრი 5 ახალგაზრდა მუსიკოსი  მონაწილეობდა 

აღსანიშნავია რომ, გიორგიმ ჯერ ქალაქ თბილისში ჩატარებულ რესპუბლიკურ ფესტივალზე „მხიარული ნოტები“ გაიმარჯვა და საფუძველი დაედო მის ჩეხეთში გამგზავრებას და  საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას.

სამშობლოში დაბრუნებულებისთის კი მიღება გამართა თელავის მერმა ბატონმა ლევან ანდრიაშვილმა და მერის მოადგილემ ქალბატონმა ფიქრია ყუშიტაშვილმა, მათ ღირსეული წარმატება მიულოცეს და  დიპლომები  გადასცეს კონკურსის მონაწილეებს.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდია N- voice- ს წევრებს, მათ ხელმძღვანელს ქალბატონ ნაზი ჩიდრაშვილს, მონაწილეებმა ამ კონკურსში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს, ისინი „გრან-პრის” და პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, მათ ამ საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ღირსეულად ააჟღერეს და თავმომწონედ ააფრიალეს საქართველოს დროშა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება