მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა, აბიტურიენტები, რომლებმაც ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს, სტუდენტობის მოლოდინში არიან.
კურსდამთავრებულთა მიღწევები ახარებთ ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში, სადაც აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
სკოლაში, განსაკუთრებით ამაყობენ, რომ აბიტურიენტებმა სექტორის განურჩევლად (ქართული, რუსული) ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქულათა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტი დააგროვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორმა კურსდამთავრებულმა - გიორგი კვიციანმა და ნოდარ ჩაგანავამ მომავალ პროფესიად ქართული ენა-ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგობა აირჩიეს.
ამასთან, გიორგი კვიციანმა, გამოცდებზე მაღალი ქულები მოიპოვა და სკოლა ასახელა.
ისტორია - 56 ქულა დაიმსახურა, ქართულში - 57, ინგლისურ ენაში კი - 68 ქულა მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაკულტეტებზე ჩაბარებას უსურვებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა