სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
10-08-2024
-
+


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის N46 დადგენილებით, დაამტკიცა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტი, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც ,,პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაოს მაძიებლები, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ დაამტკიცა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტით გათვალისწინებული მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი, რეგიონულ ჭრილში (იხ. დანართი N1), რომლის შესაბამისად უნდა მოხდეს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება.

პროგრამაში ჩართვის მსურველმა იურიდიულმა პირმა, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება შევსებული სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა (იხ. დანართი N4 (აღნიშნული დანართი ითვალისწინებს სტაჟირების მიმწოდებელი დამსაქმებლების მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხასაც), დანართი N5.1დანართი N5.2) უნდა გააგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: infosesa@moh.gov.ge

მიმწოდებლად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, იმავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით: infosesa@moh.gov.ge


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება