სიახლეები
სიახლეები

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს
12-08-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფი პირველად შედეგებს აფასებს:

როგორ შეაფასებდით აბიტურიენტთა წლევანდელ ნაშრომებს? რამდენმა მიიღო მაქსიმალური შეფასება? 

პირველადი სტატისტიკის თანახმად, უმაღლესი შეფასება (51 ქულა) მიიღო 28 აბიტურიენტმა. ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ერთიანი ეროვნული გამოცდების არსებობის მანძილზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ტესტების სირთულე კარგად იყო მორგებული საგამოცდო პოპულაციაზე.

გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტთა ნაწილი წელს ტესტის განსაკუთრებულ სირთულეზე საუბრობდა. რამდენად ობიექტურია ეს შეფასება და რა შეგვიძლია ვთქვათ პირველადი შედეგების ანალიზის საფუძველზე?  

მათემატიკის გამოცდის ყველა ტესტური დავალება სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მათემატიკაში ერთიანი ეროვნული გამოცდის საგამოცდო პროგრამას. არსებითია გავითვალისწინოთ ამ გამოცდის  დანიშნულება. ეს არის სასელექციო გამოცდა უნივერსიტეტებში შემსვლელთათვის, რომლის მიზანია დაადგინოს იმ მომავალი სტუდენტების სამართლიანი და სანდო რეიტინგული სია, რომლებსაც შეეძლებათ წარმატებით გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტებში ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. უნივერსიტეტებში  პირველივე სემესტრში მათ მოუწევთ გაცილებით რთული მათემატიკური საგნების სწავლა და ამისათვის მზად უნდა იყვნენ. ის, რომ ეს ტესტები წარმატებით ახერხებს აბიტურიენტთა სანდო და სამართლიან რანჟირებას, ჩანს ტესტების ფსიქომეტრიული ანალიზიდან. 

რაკი სტატისტიკური ანალიზი მოგვიანებით ქვეყნდება, იქნებ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით ვიმსჯელოთ, რამდენად განსხვავებულია წლევანდელი შედეგები შარშანდელისაგან?  

წლევანდელი წლის შედეგები არსებითად არ განსხვავდება და თვისობრივად მსგავსია. 

რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ გამოსაცდელებს ყველაზე მეტად?

აბიტურიენტთა დიდ ნაწილს ყველაზე მეტად გაუჭირდა რამდენიმე დავალება, კერძოდ, ალბათობის თეორიასა და კომბინატორიკაზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება