მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახლა აბიტურიენტების ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მართალია, მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე იციან, თუმცა საბოლოო ჩარიცხვებს ელოდებიან.
მანამდე კი, გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ.
გამოცდები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - საბა ძამაშვილმა, დალი კეჟერაშვილმა, მარიამ ლორიაშვილმა, ქეთი ებილაშვილმა და ანანო ყურაშვილმა წარმატებით ჩააბარეს.
აღსანიშნავია, რომ საბა ძამაშვილმა ინგლისურ ენაში, უმაღლესი - 70 ქულა მოიპოვა. როგორც აბიტურიენტი etaloni.ge-სთან ამბობს, შედეგით გახარებულია.
„როდესაც ვემზადებოდი, ინგლისურის ტესტს საკმაოდ კარგად ვწერდი და მაღალ ქულას ველოდებოდი, მაგრამ უმაღლესი რომ ავიღე, მაინც ძალიან გამიხარდა. სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდა. ჩემთვის ყველაზე კარგი ვარიანტი ეს იყო. სხვა საგნების ქულებს რაც შეეხება, იქაც დამაკმაყოფილებელი შედეგი მაქვს“,- ამბობს საბა.
სკოლაში კი თითოეული აბიტურიენტის წარმატებით ხარობენ.
„ვულოცავთ ყველას! ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ, ჩვენო საამაყოებო“,- ამბობენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს