სიახლეები
სიახლეები

NAEC მასწავლებლების შერჩევას იწყებს - პედაგოგებმა ტესტური დავალებების ბანკი უნდა შექმნან
15-08-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწვევს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის), ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, ხელოვნებისა და მუსიკის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს  ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად.

სავალდებულო მოთხოვნები:

ა) მასწავლებლობის მინიმუმ  სამ წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით. 
ბ) აკადემიური უმაღლესი განათლება შესაბამის საგანში/ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. 
გ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word; Excel; PowerPoint) ფლობა;

უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც ექნება:

  • ზოგადი წარმოდგენა ცენტრალიზებული შეფასების სისტემის შესახებ;
  • მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც გავლილი აქვს ტესტური დავალებების შექმნის ტრენინგი.

კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია:

2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9) ან ელექტრონული ფოსტით administratsia@naec.ge წარმოადგინოს: 
  • ავტობიოგრაფია (CV); 
  • სამუშაო გამოცდილებისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  •  სამოტივაციო წერილი (წერილი ჩამოყალიბებული უნდა იყოს ლაკონიურად, არაუმეტეს ნახევარი გვერდისა); 
  • კანდიდატი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და საგნის/საგნების დასახელება, რომლის შესარჩევ კონკურსშიც სურს მონაწილეობის მიღება. 

დამატებითი ინფორმაცია
პირველი ეტაპის (დოკუმენტების გადამოწმების) შემდეგ შერჩეული პირები მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ცენტრსა და კანდიდატს შორის გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება