სიახლეები
სიახლეები

„პრაქტიკული ლოგოპედიის კურსი“- „ეიბიჯიეს აკადემია“, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, საზოგადოებას საინტერესო ტრენინგს სთავაზობს
15-08-2024
-
+


„ეიბიჯიეს აკადემიაში“ ყოველთვის საინტერესო და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ტრენინგები იმართება. 

თუ გსურთ, რომ ზაფხული პროდუქტიულად გაატაროთ, „ეიბიჯიეს აკადემია“ სწორედ შესაბამისი ადგილია.  

ამჯერად, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, აკადემია საზოგადოებს „პრაქტიკული ლოგოპედიის“ კურსს სთავაზობს. მას ტრენერი ანუკი ბერიშვილი გაუძღვება. სასერიფიკაციო ტრენინგი 24-26-29 აგვისტოს, 21:00 საათზე Google Meet-ში გაიმართება. 

24 აგვისტოს კურსი დაეთმობა „პრობლემის იდენტიფიკაციას და ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

  • რას ნიშნავს მეტყველების დარღვევა, დარღვევის გამოვლენილი ტიპები;
  • როდის იჩენს თავს და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს პოტენციური მეტყველების პრობლემა აქვს;
  • ბგერათწარმოთქმა, ბგერათა სწორი არტიკულაციის გაცნობიერება, ბგერათა დაყენება/კორექცია. 

26 აგვისტო -  „განმავითარებელი აქტივობები - თამაშით სწავლება“, განიხილება შემდეგი საკითხები:

  • კომუნიკაციის როლი - სწორი კომუნიკაციის წესები მეტყველებაზე მუშაობის პროცესში;
  • მშობლის როლი: დირექტიული/ადეკვატურად მორეაგირე პარტნიორი. ეფექტური და არაეფექტური მოდელირების მაგალითები;
  • თამაშით სწავლება მეტყველების უნარის ხელშესაწყობად. 

28 აგვისტო - „მიმიკური დაჭიმულობის მოხსნა ბგერათწარმოთქმის გასასწორებლად“, ამ დღეს შემდეგ საკითხებზე ისაუბრებენ:

  • კუნთური რელაქსაცია და კუნთური დაჭიმულობის მოხსნა (ჰიგიენურ-ვიბრაციული მასაჟის ტექნიკა), სუნთქვის როლი მეტყველებაზე მუშაობის პროცესში;
  • ენობრივი საჭიროებების მქონე მოსწავლეების დახმარების სტრატეგიები;
  • რეკომენდაციები, რომელიც ენისა და მეტყველების სპეციალისტმა აღმზრდელებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უნდა მისცენ და თავადაც გამოიყენონ. 

აღსანიშნავია, რომ კურსის გავლა, ფასდაკლებით, 29 ლარად შეგეძლებათ. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება