მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საპრეტენზიო განცხადებების მიღება დასრულებულია.
გასაჩივრების შემდეგ, აბიტურიენტებს ქულის მომატების იმედი აქვთ, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქულა არ იცვლება ან უფრო მეტიც, აკლდებათ.
იმ შემთხვევაში, თუ ქულა შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) აბიტურიენტს აპელაციაში გადახდილი თანხა - 50 ლარი უკან უბრუნდება.
საინტერესოა, თუ რა დრო აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს იმ ნაშრომების გასასწორებლად, რომლებიც გასაჩივრებულია. როგორც აბიტურიენტთა ცნობარში ვკითხულობთ, საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან მაქსიმუმ 20 დღის ვადაში იღებს.
წელს აპელაცია 7 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდა. შესაბამისად, თუ 20 დღის ვადას გავითვალისწინებთ, აბიტურიენტებმა აპელაციის შედეგები, მაქსიმუმ, 29-30 აგვისტოს უნდა იცოდნენ.
„საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან მაქსიმუმ 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება გამოსაცდელის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი“,- ამას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ცნობარში განმარტავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.