მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხებია გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის, მოადგილისა და თანამშრომლებისთვის მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში.
დოკუმენტის თანახმად, დირექტორის - ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივმა სარგომ, აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 24 420,00 ლარი; მისი მოადგილისთვის გაცემული თანამდებობრივი სარგო 22 995,00 ლარია, ხოლო რაც შეეხება თანამშრომლებს, მათმა ანაზღაურებამ 2 877 662,00 ლარი შეადგინა.
ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ წელიწადში ცენტრის დირექტორი იღებს 97 680 ლარს, მოადგილე 91 980-ს, ხოლო ზოგადად თანამშრომლებისთვის 11 510 648 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ 1-ელი კვარტლის თანხობრივი მაჩვენებლი მეორის იდენტურია.
შესაბამისად, შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 140 ლარია, მისი მოადგილის ანაზღაურება - 7 665, ხოლო ზოგადად, ცენტრის თანამშრომლების თანამდებობრივ სარგოზე ბიუჯეტიდან 959 220 ლარი გამოიყოფა.
ასე რომ, მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება ქვეყნის ბიუჯეტს თითქმის 12 მილიონი ლარი უჯდება წელიწადში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.