მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა. ტრაგიკულ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს და ოჯახს თანაუგრძნობენ.
როგორც etloni.ge - ს დირექტორის მოადგილემ, პირიმზე რურუამ განუცხადა, გიორგი ინდოეთში იმყოფებოდა, სადაც გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ, ის დონორის მოლოდინში იყო, თუმცა სამწუხაროდ, ოპერაცის ჩატარებამდე გარდაიცვალა.
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გაავრცელა: „ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე…
მშვიდად განისვენოს სულმან მისმან იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…“
etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს მესამეკლასელი გიორგი დოლიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, მის მასწავლებლებს კლასელებსა და სკოლას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.