მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსება, რომლის ღირებულება 310 ლარია.
ვაუჩერის მიღება შეეძლება ოჯახს რომელსაც ჰყავს ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები; ასევე ოჯახს, რომელსაც ჰყავს ტყუპები.
ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს.
სრული ინფორმაცია დაფინანსებისა და წარსადგენი დოკუმენტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია