მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არაერთი წელია მეცნიერები ცდილობენ გასცენ პასუხი კითხვას, მოაქვს თუ არა ფონურ მუსიკას სარგებელი სასწავლო პროცესის დროს. საინტერესოა რა არის ცნობილი საკითხის შესახებ?
სამეცნიერო სამყაროში უკვე დიდი ხანია დაფიქრდნენ, აქვს თუ არა მუსიკას გავლენა ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებზე და ამის შესახებ არაერთი კვლევაც ჩატარდა.
საკითხი პოპულარული ტერმინის - „მოცარტის ეფექტის“ გაჩენის შემდეგ გახდა. „მოცარტის ეფექტი“ მდგომარეობს იმაში, თითქოსდა კლასიკური მუსიკის მოსმენა გავლენას ახდენს ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებზე.
თავად ტერმინი 1991 წელს გაჩნდა, მაგრამ მის შესახებ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ალაპარაკდნენ, რომლის ავტორი კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ფსიქოლოგი ფრენსის რაუშერი და მისი კოლეგები გახლდნენ.
თავად ავტორები ეფექტის შესახებ არაფერს წერდნენ, არამედ აღწერდნენ მოკლე ექსპერიმენტს კოლეჯის სტუდენტების მონაწილეობით - როდესაც ახალგაზრდებს ურთავდნენ ათწუთიან ნაწყვეტს კომპოზიტორის ერთ-ერთი ნაწარმოებიდან, შემდეგ კი რიგი ტესტების შესრულებას სთავაზობდნენ, მონაწილეები, რომლებიც უსმენდნენ მუსიკას, უკეთ უმკლავდებოდნენ სივრცითი უნარების ტესტს და უკეთ აწყობდნენ ორიგამის.
ასეთი ეფექტი იყო დროებით, ის 15 წუთზე დიდხანს არ გრძელდებოდა.
სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და არასწორად იყო გაგებული. მედიის გავლენით, ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს მოცარტის ალბომების შეძენა, რათა მათი მცირეწლოვანი შვილების შესაძლებლობები გაეუმჯობესებინათ, რა თქმა უნდა, კვლევის ორიგინალი ცოტამ თუ წაიკითხა.
მოცარტის ეფექტს ყურადღება მიაქციეს მეცნიერებმაც. მათ არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს გასარკვევად, მუშაობს თუ არა ის სინამდვილეში. 2010 წელს გამოქვეყნებულ მეტაანალიზში სახელწოდებით - Mozart effect–Shmozart effect მკვლევარებმა გაანალიზეს 40 სამეცნიერო ნაშრომი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მას არ აქვს რეალური სამეცნიერო დადასტურება. უფრო მეტიც, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ მაინც და მაინც მოცარტის მუსიკა ახდენს გავლენას ტვინზე.
ეს კი ჯერ კიდევ 1999 წელს კანადელმა მეცნიერებმა დაადასტურეს. მათ რიგი ექსპერიმენტები ჩაატარეს: ერთ-ერთში ისინი სთხოვდნენ სტუდენტებს მოესმინათ მოცარტისთვის ან შუბერტისთვის ან სიჩუმეში მსხდარიყვნენ, შემდეგ კი ტესტი შეესრულებინათ.
სხვა ექსპერიმენტში სტუდენტები უსმენდნენ სტივენ კინგის მოკლე მონათხრობს, მოცარტის ნაწარმოებს ან უბრალოდ სიჩუმეში ისხდნენ. გაირკვა, რომ პირველ რიგში, ის, ვინც რაიმეს მაინც უსმენდა სხვებზე უკეთ უმკლავდებოდა დავალებას, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს შუბერტი იყო, მოცარტი თუ კინგი. მთავარი იყო, რომ მონაწილეებს მოსწონდათ ის, რაც ესმოდათ.
აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ კვლევებში იკითხება მთავარი იდეა: მუსიკა გავლენას ახდენს განწყობაზე, შთაგონებაზე, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, დასვენების შესაძლებლობაზე. შედეგად, მისი გავლენა პროდუქტიულობაზე დამოკიდებულია მსმენელის პიროვნულ მახასიათებლებზე: ვიღაცას მუსიკალური ფონი ახალისებს და სიმხნევეს მატებს, სხვას კი, პირიქით, ყურადღებას უფანტავს.
სავარაუდოდ, ეს ეხება სწავლასაც: ადამიანებს, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს და რომელთაც მოსმენილი მოსწონთ, პოტენციურად შეუძლიათ უკეთესი შედეგები აჩვენონ.
აღსანიშნავია, რომ სწავლების კონტექსტში, ჩვეულებრივ საუბარი ეხება სწორედ კლასიკურ მუსიკას ტექსტის გარეშე (ტექსტს შეუძლია ყურადღების გაფანტვა). კლასიკას მკვლევარები ჩვეულებრივ ირჩევენ იმიტომ, რომ ასეთ ნაწარმოებებს აქვს ჰარმონიული მელოდია, ის კეთილხმოვანი და ხშირად არამოსაბეზრებელია. მარტივად რომ ვთქვათ, კარგი ფონური ვარიანტია.
შეუძლია თუ არა მუსიკას გავლენა მოახდინოს მოსწრებაზე?
რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ფონურ მუსიკას? ამის შესწავლა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწყეს. მაგალითად, ამერიკელი მკვლევარები 1967 წელს აცხადებდნენ, რომ ფონურ მუსაკას არა მხოლოდ ლექციის, არამედ გამოცდის დროსაც კი შეუძლია მოსწრების გაუმჯობესება.
მუსიკა ლექციაზე
2012 წელს საფრანგეთისა და გერმანიის უნივერისტეტების მკვლევართა გუნდმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რა გავლენას ახდენდა მუსიკა აკადემიურ მოსწრებაზე. ამისთვის მათ სპორტული ფსიქოლოგიის კურსზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც პირველი და მეორე კურსების 249 სტუდენტი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად დაანაწილეს: ორივე უყურებდა ერთსაათიან ვიდეოლექციას სლაიდებითა და მასწავლებლის განმარტებით, მაგრამ ექსპერიმენტული ჯგუფისთვის დაემატა ასევე მუსიკალური ფონი - მოცარტის, ვივალდის, ჩაიკოვსკის, ბახისა და ბეთხოვენის ნაწარმოებებიდან.
ორივე ჯგუფის წევრებს სთხოვეს ყოფილიყვნენ ყურადღებით, რადგან ლექციას მოჰყვებოდა საკონტროლო სამუშაო. ლექციის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში სტუდენტებმა შეავსეს კითხვარი და შეასრულეს 25 კითხვისგან შემდგარი ტესტი. ექსპერიმენტული ჯგუფის მონაწილეები ტესტებს საკონტროლო ჯგუფის წევრებზე გაცილებით უკეთ გაუმკლავდნენ. მართალია, ეს აიხსნებოდა არა მხოლოდ მუსიკით - მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ შედეგზე შესაძლოა გავლენა მოეხდინა რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის წინარე გამოცდილებასა და ცოდნას. ასევე, შეუძლებელი იყო ზუსტად იმის აღნიშვნა, თუ როგორ მოახდინა მუსიკამ გავლენა სტუდენტებზე.
ექსპერიმენტის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ეს შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი ამ სფეროში შემდგომი კვლევისთვის და ადასტურებს, რომ გარემო, სადაც ადამიანები სწავლობენ, მათ მიღწევებზე ახდენს გავლენას.
რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ კველებს მოსწავლე-მასწავლებლებისთვის?
კვლევის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება მარტივი დასკვნის გაკეთება: მუსიკის ჩართვა სასწავლო პროცესის დროს შესაძლებელია, რიგი პირობების დაცვით. უნდა შერიჩეს შესაფერისი მუსიკალური ნაწარმოები, საჭიროა ხმის ხარისხსა და სიმაღლეზე და ზოგადად მოსწავლეთა კომფორტზე ზრუნვა. მაგრამ ეს იქნება მორიგი ექპერიმენტი, ვიდრე პრაქტიკა, რომლის ეფექტურობა დამტკიცებულია.
მუსიკიის მოსმენა დამოუკიდებელი მეცადინეობების დროს ასევე შესაძლებელია, როგორც პრაქტიკა აჩვენებს ბევრ მოსწავლეს თუ სტუდენტს ეს მოსწონს. ავსტრალიელი მეცნიერები კი მათივე კვლევების საფუძველზე განმარტავენ, რომ მუსიკა სასწავლო პროცესის დროს სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს შემდეგ შემთხვევებში:
ის სიამოვნებას განიჭებთ;
კომპოზიცია არც ისე სწრაფია და ხმამაღლა არ არის ჩართული;
თუ ჩართავთ სიმღერებს, მათში არ უნდა იყოს ძალიან ბევრი სიტყვა (მაგალითად, ჰიპ-ჰოპი მხოლოდ ყურადღებას გაფანტავს);
არ ხართ ინტოვერტი. (ინტროვერტებს მუდმივი ხმა მხოლოდ აღიზიანეთ).
საერთო ჯამში, მუსიკა ჯერ მხოლოდ კარგი განწყობისა და სასიამოვნო ატომოსფეროს შექმნის ხელშემწყობია, მათ შორის სასწავლო აუდიტორიაში. რაც შეეხება მის გავლენას კოგნიტურ შესაძლებლობებსა და სასწავლო პროცესზე, ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...