სიახლეები
სიახლეები

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი...“ - რომელ სტუდენტებს ეხება დოკუმენტი
26-08-2024
-
+


რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც პროგრამაზე, „საკუთარი სურვილითა და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მიიღება 30 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტუდენტი (გარდა  საბაკალავრო პროგრამის I-IV სემესტრის სტუდენტებისა) ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი“.

პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 წლის ვადით. მიღება ცხადდება თავდაცვის სამინისტროში, ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო პროგრამაზე მიღებულ პირთა სასწავლო დღედ (დღეებად) განისაზღვრება შაბათი ან/და კვირა.

რეზერვში მიღებულ პირს სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაუწესდეს სტიპენდია, რომლის ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ხოლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლების არმქონე პირებს მიენიჭებათ „უმცროსი სერჟანტის“ სამხედრო წოდება, ხოლო პროგრამის დამთავრებიდან 5 წლის ვადაში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, მიენიჭებათ „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდება, 35 წლის ასაკის მიღწევამდე.




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება