სიახლეები
სიახლეები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში
25-08-2024
-
+


„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, „შესაძლებელია ერთი სტუდენტი დაფინანსდეს წელიწადში ორჯერ. პროგრამა ითვალისწინებს წლის მანძილზე პირველი 70 (სამოცდაათი) განცხადების თანხის დაფარვას. განცხადება საჭიროა წარმოდგენილ იქნეს პირველი სემესტრის შემთხვევაში 15 სექტემბრამდე, ხოლო მეორე სემესტრის – 15 მარტამდე, გადასახადის დაფარვის საბოლოო ვადის მითითებით“.

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ თანხა ანაზღაურდება იურიდიული პირის მიერ მომსახურების დასრულებისა და არაუმეტეს 30 დღის ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრება 10 დეკემბერი.

მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს 120  განცხადებას, მომართვის რიგითობის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება