სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად?
07-09-2024
-
+


არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა რთულია. მოსწავლეები განიცდიან გარკვეულ სტრესს, რომელიც ზაფხულის დასრულებას და ცხოვრების წესის შეცვლას უკავშირდება.

როგორ ვაქციოთ სკოლაში დაბრუნება მოსწავლეებისთვის ზეიმად?

დაიწყეთ ოქროს წესით - არ დატვირთოთ მოსწავლეები პირველ დღეს. ამის შესახებ საკუთარ წიგნში - „სწავლების ფინური სისტემა. როგორ არის მოწყობილი მსოფლიოს საუკეთესო სკოლები“​ ტიმოტი უოკერი (timothy d. walker) წერს. ის კოლეგებს სთავაზობს კლასში შექმნან კეთილგანწყობილი გარემო და შეამცირონ სტრესი მინიმუმამდე. 

შესაბამისად, საინტერესო იქნება თუ პირველ გაკვეთილს თამაშებს დაუთმობთ, პირველი გაკვეთილის მიზანი - მოსწავლეთა მოტივირება, დაინტერესება, კლასში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა და ბავშვების სწავლისკენ მომართვაა. რაც არ უნდა იყოს 2024-2025 წლის პირველი გაკვეთილის თემა, ჩართეთ მასში ინტერაქტიული ელემენტები. მაგალითად:

  • ვიქტორინა;
  • ქვესტი;
  • ფაზლი;
  • სიმღერები და აქტიური თამაშები;
  • კოლექტიური პრეზენტაცია;
  • თავსატეხები.

ხერხები მრავალფეროვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია აქტივობებში მთელი კლასი ჩართოთ. 

პირველი გაკვეთილი შეგიძლიათ თოქ-შოუს ელემენტებით წარმართოთ, სადაც მოსწავლეები განვლილი ზაფხულის შესახებ მოყვებიან. მოსწავლეებს აინტერესებთ თუ რას აკეთებდნენ მათი მეგობრები არდადეგების დროს. მიეცით, მოზარდებს დრო ხელახალი ადაპტაციისთვის, თანატოლებთან ურთიერთობისა და შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის.

თავადაც გაუზიარეთ მოსწავლეებს თუ როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები. 

ჩვეულებრივ, პირველკლასელებთან გაკვეთილი გაცნობით იწყება ან მოსწავლეებს სთავაზობენ კრეატიულად წარმოადგინონ საკუთარი თავი. მიეცით მოსწავლეებს პირობითი მიკროფონი, სთხოვეთ გაგეცნოთ და მოყვეს საკუთარი ჰობის, ინტერესების შესახებ. შედეგად მოსწავლეებს სწავლის პირველი დღე დაამახსოვრდებათ სახალისო თამაშებითა და თბილი ატმოსფეროთი. 

უფროსკლასელებს მოეწონებათ საუბარი/დისკუსია/დებატები საინტერესო და აქტუალურ თემებზე. ამიტომ მე-9 - მე-12 კლასებში პირველი გაკვეთილი შესაძლებელია დაეთმოს მოსწავლეთა მიერ საკუთარი აზრის გამოხატვას. 

ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ მარტივ მაგრამ, ამასთან, უჩვეულო დავალებებს მასალის გადამეორების ელემენტებით. 

დასახეთ მიზნები

ყოველი სასწავლო წელი - ახლის დასაწყისია. როგრც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები და მათი მშობლები მას ახალი მოლოდინებით, მისწრაფებებითა და მიზნებით იწყებენ. ამიტომ 16 სექტემბერი ახალი გეგემების დასასახად და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესაბლად საუკეთესო დროა. მოსწავლეებს ჰკითხეთ რა აქტივობებისა თუ პროექტების განხორციელებას ისურვებდნენ. ჩართეთ ბავშვები დისკუსიაში და თითოეულს მიეცით საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. 

მოსწავლეებს სთხოვეთ, რომ ჩამოაყალიბონ მიზნები, თუ რისი მიღწევა უნდათ ამ სასწავლო წელს, გაიხსენონ ის რთული საკითხები, რომლებიც წინა კლასში სათანადოდ ვერ დაამუშავეს და ყველაზე მეტად გაუჭირდათ, მიზნად კი, მათი განმტკიცება დაისახონ.

შესთავაზეთ ბავშვებს ჩამოწერონ ხუთი მიზანი, შემდეგ კი სია შეინახეთ, სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილზე კი გაანალიზეთ, ვისი მიზნები შესრულდა. გარდა ამისა, წლის მანძილზე გამუდმებით წაახალისეთ ბავშვები, შესთავაზეთ გაიხსენონ დაწერილი და მოუწოდეთ არ შეწყვიტონ მიზნისკენ სვლა. ეს ბავშვებს ასწავლის პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ გეგმებს. 

ბავშვისთვის სასკოლო ცხოვრება - არა მხოლოდ სწავლა, არამედ ურთიერთობები, მეგობრები, კოლექტივი და ცხოვრებისეული გამოცდილებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ მოსწავლეებს გამოწვევებთან გამკლავებაში დავეხმარებით და პირველ დღეს საუკეთესო მოგონებებს ვაჩუქებთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება