სიახლეები
სიახლეები

გრანტის მოპოვებისთვის განაცხადების მიღება იწყება - სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
27-08-2024
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენა ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ განცხადებები მიიღება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ ბმულზე: http://socreg.mes.gov.ge

ვინ არიან 16 კატეგორიის სტუდენტები, რომლების დაფინანსებასაცა აგრძელებს სამინისტრო?  - ესენი გახლავთ: 

  • მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
  • ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
  • მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
  • აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
  • საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
  • პირები, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა‘‘ პროგრამის, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით‘‘ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც ბოშა მოზარდები‘‘.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება