მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, 27 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი, უკვე სტუდენტებს ულოცავს ამ წარმატებას:
გილოცავთ ჩემო ძვირფასებო ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!
ახლა თქვენს ცხოვრებაში იწყება ძალიან საინტერესო, ამავდროულად, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც ახალ გამოცდილებებს, ურთიერთობებსა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს გულისხმობს.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას თქვენზე – ნიჭიერ ახალგაზრდებზე და მჯერა, მიღებული ცოდნით, ასეთი შემართებითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს განვითარების საქმეში.
დღეს ჩვენი მთავრობის უმთავრესი მიზანია, ხელი შეგიწყოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში და საკუთარი თავის რეალიზებისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შემოგთავაზოთ. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, რათა თქვენ – მომავალ თაობას ცოდნის გაუმჯობესებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეგიქმნათ.
ეროვნულ გამოცდებზე წარმატების მიღწევა პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და თქვენ ცხოვრების გზაზე კიდევ არაერთი გამარჯვება გელით. რა თქმა უნდა, იქნება სირთულეები და გამოწვევებიც, თუმცა ნურაფერს შეუშინდებით და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა.
მოხარული ვარ, რომ წელს 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ ახალგაზრდას, ვულოცავ თქვენს მშობლებს, წარმატებებს, პროფესიულ წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.