მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება დასრულდა. კურსდამთავრებულებისთვის საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია - წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - ვუსალ ვალიევის წარმატებით ხარობენ.
სკოლის ქართული სექტორის კურსდამთავრებულმა ვუსალ ვალიევმა ქართულ ენაზე სამი გამოცდა ჩააბარა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც აქტიურ და მიზანსწრაფულ ახალგაზრდას, წარმატებულ აბიტურიენტს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„სკოლის დირექტორი ქალბატონი ინგა მიქელაძე, ადმინისტრაცია და თანამშრომლები ულოცავენ ვუსალს ამ დიდ წარმატებას, უსურვებენ წინსვლას, გონივრულად გაევლოს მას სტუდენტური ცხოვრება, ცოდნით აღჭურვილი დაბრუნებოდეს თემს, ყოფილიყოს გონიერი აქტიური მოქალაქე, საკუთარი წვლილი შეეტანოს ქვეყნის, თემის აღმშენებლობის პროცესში, არსებული უკეთესობისაკენ შეეცვალოს. ეს არის გზა განათლებისკენ, ნათელი მომავლისკენ.
აღსანიშნავია, რომ მას მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული, აქვს გამოცდილება პროექტულ სწავლაში, რაც გაუადვილებს ნასწავლის პრაქტიკაში გადატანას, სართიჭალაში გამართულ კონფერენციაზე პრეზენტაცია მოამზადა თემაზე: „არაფორმალური განათლება სასკოლო ცხოვრებაში“ და ასახელა სკოლა. ის სიგელით დაჯილდოვდა სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილთან ერთად. წარმატებები მას“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას