მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N38 საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა წარმატებული კურსდამთავრებულების სიმრავლით, რომლებიც სკოლაში მიღებულ ცოდნას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით იყენებენ და თავიანთ შესაძლებლობებს საუკეთესოდ წარმოაჩენენ.
ცხადია არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი და ქუთაისის N38 საჯარო სკოლის კოლექტივი სიამაყით გვიზიარებს კურსდამთავრებულების მიღწევას. მათ შორის არიან ახალგაზრდები, რომლებმაც არა მხოლოდ წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, არამედ მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს და სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვეს.
სკოლა ამაყია, რომ 2023-2024 წლის ყველა კურსდამთავრებული დღეს სტუდენტია, ისინი ცოდნის გაღრმავებას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ და საოცნებო პროფესიებს დაეუფლებია.
ლიკა ჭოლაძე 50%-იანი დაფინანსებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტომატოლოგიაზე გააგრძელებს სწავლას; გიორგი ხურციძეც 50%-იანი გრანტით ისწავლის იგივე უნივერსიტეტში, ისტორიის პროგრამაზე; ლუკა გაგნიძე 70%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მიმართულება - ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერება; ლიზა ჯანელიძე კავკასიის უნივერისტეტში, 50%-იანი დაფინანსებით შეისწავლის არქიტექტურას; ანა ჯანგავაძე ასევე 50%-იანი დაფინანსებით ისწავლის ევროპის უნივერსიტეტში, პროგრამაზე - დიპლომირებული მედიკოსი; ამირან ჩხეტიანი კი, შავი ზღვის საერთაოშორისო უნივერსიტეტში, ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე, 70%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
„სკოლა ამაყობს ჩვენი კურსდამთავრებულებით და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში და ყველა ახალგაზრდას ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას