სიახლეები
სკოლები

აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ 
29-08-2024
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. ამის მაგალითია ისიც, რომ სკოლა სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არდადეგებია, მოსწავლეები შემეცნებას არ წყვეტენ. ისინი საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ, საიდანაც აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის ზაფხულში, საჩხერის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა „ჯარის ბანაკი“. პროექტში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები: მათე ხოდელი და გიორგი მილაძე მონაწილეობდნენ.

ბანაკიდან დაბრუნებული მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ჯარის ბანაკში გატარებული ერთი კვირა ძალიან საინტერესო,  სასწავლო და სახალისო აქტივობებით იყო დატვითული.

„დღის რეჟიმი გვქონდა განსაზღვრული, ვიცხოვრეთ ჯარისკაცის ცხოვრებით.  ვისროდით ტირში, ვშლიდით იარაღს და ვაწყობდით, პირველადი  სამედიცინო დახმარების გაწევა დაშავებული ამხანაგისთვის, კლდეზე ვცოცავდით, წინაღობებზე სირბილი, ვარჯიშობდით, გვიტარდებოდა გაკვეთილი-ლექციები. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ჯგუფის ხელმძღვანელებს.  

ვურჩევთ სხვა მოსწავლეებს წავიდნენ „ჯარის ბანაკში“ ვისაც ჯარის ცხოვრება აინტერესებთ“, - აღნიშნავენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება