სიახლეები
სკოლები

„გილოცავთ, მნიშვნელოვან წარმატებას თქვენს ცხოვრებაში“-მარნეულის N5 საჯარო სკოლის 40 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა 
29-08-2024
-
+


მარნეულის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

წელს სტუდენტი სკოლის 40 კურსდამთავრებული გახდა. ამასთან ორმა კურსდამთავრებულმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. მარიამ მურადასილოვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლას 100%-იანი გრანტით გააგრძელებს, ნიკოლოზ ჩერპანოვს კი უნივერსიტეტში სწავლა 50%-ით დაუფინანსდება. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევები ახარებთ და მათ ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„ჩემო ძვირფასებო, ყველას გილოცავთ მნიშვნელოვან წარმატებას თქვენს ცხოვრებაში. გისურვებთ წინსვლას ამ დიდ გზაზე“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გახდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება