სიახლეები
სკოლები

„ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია!“ - ხონის N3 სკოლის კურსდამთავრებული ანა ქურასბედიანი სასურველ უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა
30-08-2024
-
+


ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - ანა ქურასბედიანის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებით ხარობენ. 

სკოლის კურსდამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა.

სკოლაში მას ახასიათებენ, ბეჯით, აქტიურ და მიზანდასახულ ახალგაზრდად, რომლის სახელზე არაერთი წარმატებაა. 

„ანა გამოირჩეოდა ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით, აქტიურობით, ლიდერული თვისებებით, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, მიზანსწრაფულობით და ამ თვისებების წყალობით არაერთხელ ასახელა მშობლიური სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში, კურსდამთავრებულს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სკოლა ულოცავს ანას ამ წარმატებას, ამაყობს მისით. ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, იგი არაერთხელ წარმოაჩენს თავის თავს საუკეთესო კუთხით! ვუსურვებთ დიდ წარმატებებს მწვერვალებისაკენ სავალ გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება