მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, შემუშავდა და დამტკიცდა სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კონცეპტუალურად სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
„განახლებული დოკუმენტი მოიცავს სადოქტორო საფეხურის კვლევის სპეციფიკას კვლევის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. ის ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და სადოქტორო განათლების სახელმძღვანელო პრინციპებს.
დოკუმენტი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, დისერტაციის დაცვაზე დაშვების წინაპირობები, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ნაშრომის რეცენზირების პროცესი, დოქტორანტების და ხელმძღვანელების თანაფარდობა დ. ა. შ.
აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით შემუშავდა – შინაარსობრივი მხარე და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განხილულ იქნა რექტორთა საბჭოს სხდომებზე“, - აღნიშNულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.