სიახლეები
სკოლები

მერეთის საჯარო სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, ხუთმა კი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
30-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლა დიდი სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა შედეგებს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, ხუთმა აბიტურიენტმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„უდიდესი სიხარულითა და სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენს 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, ახლა უკვე სტუდენტებს და მათ მიერ მოპოვებულ გრანტებს 

მაშ ასე:

100%-იანი გრანტი დაიმსახურა:

1. თათა ქრისტესიაშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

50% -იანი გრანტი მოიპოვეს:

1. ნია რობანიშვილი - შავი ზღვის უნივერსიტეტი;

2. ნინი გუგუტიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);

3. ზურაბ გუგუტიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);

4. მაია გვიმრაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ყველა კურსდამთავრებული, (რომლებიც აბარებდნენ გამოცდებს) გახდა სტუდენტი.

გილოცავთ, ჩვენო ძვირფასებო! ბედნიერ, საინტერესო და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება