სიახლეები
სკოლები

„გილოცავთ, ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯს“ - ბებნისის საჯარო სკოლის ყველა აბიტურიენტი სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა 
30-08-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მთელი საგამოცდო პერიოდი გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, ახლა კი ახარებთ, რომ მათი შრომა დაფასდა და ყველა კურსდამთავრებული სწავლას უნივერსიტეტში გააგრძელებს. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავენ. 

„ძვირფასო ბებნისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებო, ჩვენო უსაყვარლესო ბავშვებო, გილოცავთ ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯს, რომელიც თქვენი განვლილი გზის ერთგვარი შეჯამება და მომავლის საფუძველია. გისურვებთ წარმატებებს, რაც ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის  წარმატებული მომავლის საფუძველი იქნება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის ყველა აბიტურიენტი ჩაირიცხა საქართველოს სხვადასხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებელში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება