მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
50%-70% -100% გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;
მოიპოვეს 50%, 70% ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სტუდენტებზე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა ერთჯერადად:
• სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 50% სასწავლო გრანტი - 500 ლარი;
• სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 70% სასწავლო გრანტი 1000 ლარი;
• სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 100% სასწავლო გრანტი 2000 ლარი.
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი - სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;
დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: სტუდენტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, მოპოვებული სასწავლო გრანტის ოდენობა (შენიშვნა: ცნობის მისაღებად განცხადების დატოვება შესაძლებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრში, ან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მის: ქალაქი თბილისი, მინდელის N9).
ე) ბანკის ამონაწერი სტუდენტის საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
სტუდენტს დოკუმენტების წარდგენა შეუძლია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
მატერიალური ფორმით დოკუმენტები სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის. ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).
ელექტრონული ფორმით დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია ბმულზე: https://bitly.ws/3dAoB
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.