სიახლეები
სკოლები

„ვულოცავთ, ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს კარიერაში“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის პედაგოგმა - თეა გონაშვილმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა 
02-09-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის პედაგოგი თეა გონაშვილი პროფესიულ წინსვლაზეა ორიენტირებული. მასწავლებელმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა წარმატებით ჩააბარა და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა.

სკოლაში პედაგოგის პროფესიული წინსვლა ახარებთ და წარმატებას უსურვებენ. 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა სიამაყით და სიხარულით გიზიარებთ ჩვენი კოლეგის, ქალბატონი თეა გონაშვილის, დიდ მიღწევას - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას!

2024 წელი ქალბატონი თეასთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. მან წარმატებით ჩააბარა საგნის გამოცდა, რაც მისი პროფესიონალიზმის, უნარებისა და მონდომების შედეგია. სკოლის კულტურა ყოველთვის ეფუძნებოდა მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, და თეას ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პრინციპის მნიშვნელობას.

სკოლის დირექცია და ყველა თანამშრომელი გულწრფელად ვულოცავთ ქალბატონ თეა გონაშვილს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს კარიერაში. ვუსურვებთ მას მრავალ წარმატებას, პროფესიულ ზრდასა და წინსვლას, რათა მისი ნიჭი და შრომა კვლავაც შთააგონოს მოსწავლეები და კოლეგები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

პიროვნება
სკოლები
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა“
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება