მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბაღებში პერსონალის მართვის დოკუმენტი შემუშავდა, სადაც გაწერილია, რომ „დაწესებულებაში მიმდინარე ყველა პროცესს უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი (ProcessOwner ე.წ. პროცესის მფლობელი) და ამასთან, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების იმგვარად განაწილება, რომ ხელშეწყობილი იყოს პროცესების უწყვეტი და შეუფერხებელი მიმდინარეობა“.
ამისთვის აუცილებელია დაწესებულებას ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის პერსონალი, შესაბამისი კომპეტენციებით და კვალიფიკაციით. დაწესებულება თავად წყვეტს, რამდენია მისთვის საკმარისი პერსონალი. ამ ნაწილში გასათვალისწინებელია მხოლოდ ის მოთხოვნები, რაც საკანონმდებლო დონეზე არის დარეგულირებული.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების თანაფარდობა უნდა იყოს:
2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში - სულ მცირე 1 აღმზრდელი/აღმზრდელ პედაგოგი 13 ბავშვთან მიმართებით;
3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში - სულ მცირე 1 აღმზრდელი/აღმზრდელ პედაგოგი 15 ბავშვთან მიმართებით;
4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში - სულ მცირე 1 აღმზრდელი/აღმზრდელ პედაგოგი 15 ბავშვთან მიმართებით;
სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში - სულ მცირე 1 აღმზრდელი/აღმზრდელ პედაგოგი 15 ბავშვთან მიმართებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.