სიახლეები
სიახლეები

კონკურსზე, ''კრეათონი'', რეგისტრაცია გამოცხადდა
30-11-2016
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით კონკურსი - ''კრათონი'' ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო კონცეფციის შექმნაში.

 


კრეათონი მოიცავს სამ მიმართულებას: 


· ლოგოს დიზაინი (გრაფიკულად აწყობილი);

· საიტის კონცეფცია (ვიზუალური დიზაინი);

· მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს იდეა/კონცეფცია.

 
თემატიკა მონაწილეებს განესაზღვრებათ უშუალოდ კრეათონის დაწყებისას.
 

კრეათონი არის „მარათონის“ ტიპის ღონისძიება, სადაც მონაწილეები მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალ იდეებზე.

გუნდის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ ადამიანს.

12 საათიანი მუშაობის შედეგს აფასებს კომპეტენტური ჟიური. თითოეული მიმართულებით გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით.

კრეათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, მოსწავლეებს და ყველა დაინტერესებულ პირს. მუშაობა შესაძლებელია ერთდროულად ერთ ან რამდენიმე მიმართულებაზე, რომელიც აუცილებელია მოინიშნოს რეგისტრაციისას. 

კრეათონის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა კვება.

მონაწილეობას მიიღებს დარეგისტრირებული პირველი 100 ადამიანი, მსურველთა რეგისტრაციის ვადები: 5.12.2016-09.12.2016-ის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ფორმა: http://mes.gov.ge/register

მონაწილეობა უფასოა.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება