სიახლეები
სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA) გამარჯვებული გუნდი Terra Tech ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა
03-09-2024
-
+


ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი  2014 წლიდან ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ათასწლეულის ფონდის მიერ.

ამ დროის მანძილზე 3300-ზე მეტმა საშუალო სკოლის მოსწავლემ წარმოადგინა ინოვაციური პროექტები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სფეროებში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდები მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვან საზაფხულო სკოლებსა და ბანაკებში. პირველ ადგილზე გასული გუნდი კი მონაწილეობს ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის (ჰიუსტონი, ტეხასის შტატი) საზაფხულო პროგრამაში.

 პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეები ეცნობიან აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მუშაობას, ახალ პროექტებს, ათვალიერებენ ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრს, ერთვებიან სხვადასხვა საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტაში, სიმულაციურ ექსპერიმენტებში, ხვდებიან ნასას ინჟინრებს და თანამშრომლებს. 

2024 წლის აგვისტოში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის პირველი პრიზის მფლობელი, გამარჯვებული გუნდი “Terra tech” გაემგზავრა ჰიუსტონში და მონაწილეობდა ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში. გუნდის წევრები გიგი გამსახურდია, ლუკა კუკავა, თამარ გამგებელი, საბა ხაბურძანია და დათო რუსია საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლის მოსწავლეები იყვნენ და დღეს ისინი აშშ-ის, ევროპის და საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას.

ქართველმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნასას კოსმოსური ცენტრი, გაეცნენ ნასას ისტორიას, მონაწილეობდნენ სიმულაციურ სავარჯიშოებში, შეხვდნენ ამერიკელ კოსმონავტებს, ნასას ინჟინრებს და გაიარეს კოსმოსური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა. 


გიგი გამსახურდია: „ამ ხუთმა დღემ ჩემი 18 წლიანი ოცნება რეალობად აქცია და ახლა მჯერა, რომ დავბრუნდები ნასაში და ჩემს ცოდნას მოვახმარ ჩემს ქვეყანას“;


თამარ გამგებელი: „ხუთი დღე საოცრებათა სამყაროში გავატარეთ, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ნასას დათვალიერება და ე.წ. ტრამვაის ტური“;


ლუკა კუკავა: „ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გამაძლიერა ჩემი მომავალი კარიერის არჩევანში, საოცარი იყო კოსმოსური ხომალდის The Apollo 11 ნახვა“;


საბა ხაბურზანია: „განსაკუთრებით მომეწონა კოსმოსური მისიების მართვის ოთახი“;


დათო რუსია: „ყველაფერი საინტერესო იყო, ერთს ვერ გამოვარჩევ. ეს იყო ფანტასტიური მოგზაურობა, რომელიც არასდროს დამავიწყდება“;

„Terra Tech-ის სახელით მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენი ოცნებები აასრულა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ნასას საზაფხულო სკოლაში. ეს არ იყო მხოლოდ სასწავლო ვიზიტი, ეს იყო ხუთი დაუვიწყარი დღე და უდიდესი მოტივაცია ვისწავლოთ მეტი და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“- ვკითხულობთ ახალგაზრდების მიერ გამოქვეყნებულ პოსტში სოციალურ მედიაში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გრძელდება და 2024 წელს წარმოდგენილი იყო 395 მოსწავლის მიერ 92 პროექტი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 11 ფინალისტი გუნდი შეარჩია, რომელთაგან გამარჯვებულები 2024 წლის ბოლომდე გამოვლინდებიან. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
სწავლების ყველაზე მარტივი მეთოდები უცხოელი პედაგოგებისგან 

ცვლილებები მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით - ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

2025 წლის მთავარი ფერი ცნობილია - რა ტონებში და როგორი უნდა იყოს სადღესასწაულო ჩაცმულობა

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

სიახლეები
საზოგადოება