მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დამტკიცდა დისტანციური სწავლების პირობები და კრედიტების რაოდენობა, რომელიც ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დააკმაყოფილონ გარკვეული პირობები.
პირველ ყოვლისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სტუდენტს შესთავაზოს, ელექტრონული სწავლების ფორმით გაიაროს ის სასწავლო კურსი/საგანი, რომელიც მოიცავს თეორიულ კომპონენტს და არ მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს (სასწავლო/საწარმოო პრაქტიკა, ლაბორატორიული მეცადინეობა, კლინიკური სწავლება, სახელოვნებო-შემოქმედებითი პრაქტიკა და სხვა), რომელიც სასწავლო კურსის/საგნის სწავლის შედეგების მისაღწევად სტუდენტისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის ერთ გარემოში ერთდროულად, ფიზიკურად ყოფნას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ტარდება ადგილზე − სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით.
მაგრამ თუ სტუდენტი არ აირჩევს თეორიული შინაარსის სასწავლო კურსის/საგნის ელექტრონული სწავლების ფორმას, დააწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება არაელექტრონული ფორმით, ადგილზე − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.