სიახლეები
სიახლეები

რა უფლებები აქვს მანდატურის სამსახურს საჯარო და კერძო სკოლებში - დეტალები
05-09-2024
-
+


მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული. უფრო დეტალურად კი ეს გახლავთ:

ა) საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სკოლასთან თანამშრომლობა;

ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში –
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიული
სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა;

1) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობა/მხარდაჭერა;

2) ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროგრამების/სერვისების და პროექტების
განხორციელება/განვითარება;

3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების/ადამიანური რესურსების და შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარების ხელშეწყობა;

4) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების ფარგლებში პირის/მოსწავლის
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაცია, აგრეთვე მისი, მისი
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების კონსულტირება; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან);

დ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაციის და მათი საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ე) კატასტროფისათვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით
გასატარებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის (მათ შორის – ბულინგის) საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება;

ზ) დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება;

თ) დასაქმებულთათვის სახელმძღვანელოების, სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტებისა და სტანდარტების შემუშავება;

ი) მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების (სერტიფიცირების) გავლისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

კ) საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობა;

ლ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;

მ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაწილებული საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის (შემდგომ – მანდატური) საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;

ნ) საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობისა და მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფა;

ო) სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველო) მანდატურის მიერ სუბიექტის გადამისამართების მიზნით საჭირო პროცედურების დანერგვის უზრუნველყოფა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

პ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 485 მუხლის შესაბამისად მანდატურის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა;

ჟ) საჭიროების შემთხვევაში კონკურსების გამოცხადება;

რ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის მიერ სხვადასხვა ტიპის კვლევის წარმოება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობის
უზრუნველყოფა;

ტ) დასაქმებულთა მიმართ შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;

უ) სტატისტიკის წარმოება და საქმიანობის ანალიზის განხორციელება;

ფ) ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება;

ქ) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში – საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულების საფუძველზე ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა;

ღ) საკუთარი სახელით უფლებებისა და მოვალეობების შეძენა, გარიგებების დადება, საკუთარი სახელით მესამე პირებთან ურთიერთობაში, სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ გამოსვლა;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება