სიახლეები
სკოლები

„გვიყვარხართ! გვეიმედებით!“ - ქედქედის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
05-09-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მარიტა პირპილაძემ, ანანო მსხალაძემ და ლიზი კახიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულებმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. 

ანანო მსხალაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის

ლიზი კახიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურ ფილოლოგიაზე 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა;

მარიტა პირპილაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას დაეუფლება, მას სახელმწიფო სწავლის გადასახადს 50%-ით დაუფინანსებს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს მთელი საგამოცდო პერიოდი აქტიურად გულშემატკივრობდნენ. სკოლაში ახარებთ, მათი მიღწევები და იმედოვნებენ, რომ კურსდამთავრებულთა წარმატებით არაერთხელ იამაყებენ. 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქედქედის  საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას! 

ჩვენო ძვირფასებო, თქვენს ცხოვრებაში სიახლეებით აღსავსე დაუვიწყარი პერიოდი იწყება, ახალი გამოწვევებით, გამოცდილებით, ურთიერთობებით, ცოდნისა და განვითარების შესაძლებლობებით.  თქვენი წინსვლა და წარმატება განათლებაშია. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ! გვიყვარხართ! გვეიმედებით!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება