სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ეფექტური 45 წუთის საიდუმლო - როგორ უნდა იყოს საინტერესო გაკვეთილი 
17-10-2024
-
+


საგაკვეთილო 45 წუთი - დრო, რომელიც ძალიან ბევრ ემოციას უნდა იტევდეს, იყოს ეფექტური, შემეცნებითი, სახალისო და გათვლილი კლასში მჯდომ ყველა მოსწავლეზე - შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ მისი დაგეგმვა საკმაოდ რთულია, კიდევ უფრო რთულია ის იყოს იდეალური, ან პირიქით, თუ გვჯერა, რომ იდეალურობა მოსაწყენია - მოკლედ, ამოცანის, რომლის წინაშეც მასწავლებლების ყოველ სასწავლო დღეს, თან დღეში რამდენჯერმე დგებიან, ამოხსნა საკმაოდ რთულია და ამას ვინ თუ არა პედაგოგები, დაბეჯითებით დაგვიდასტურებენ

თუმცა მაინც, როგორი შეიძლება იყოს ეფექტური 45 წუთი? - დღეს ვეცდებით გაგიზიაროთ მიდგომები, რომლებიც ეფექტურად მუშაობს საზღვარგარეთის ქვეყნებში. 

საგაკვეთილო პროცესის პირველი 5 წუთი - დასაწყისი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ პირველი რამდენიმე წუთი განსაზღვრავს საგაკვეთილო კურსს, მოსწავლეების უკუკავშირს და ბოლოს, სასურველი მიზნის მიღწევას. თუ გაკვეთილის დაწყებისთანავე მოახერხებთ მოსწავლეების ყურადღების მიქცევას ორიგინალური მეთოდით, თუნდაც ეს იყოს სასაცილო ისტორიის გაზიარება, კითხვის დასმა მათთვის, რომლის პასუხსაც გაკვეთილის ბოლოს მიიღებენ, დაანონსება, რომ გაკვეთილის ბოლოს რაღაც საინტერესო აქტივობას შესთავაზებთ და შემოიტანთ საინტერესო რესურსს, მაგ: „შავ ყუთს“, სადაც საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებულ ნივთს, თუ ნებისმიერი სახის საგანს მოათავსებთ და ეტყვით მოსწავლეებს, რომ ყუთი გაკვეთილის ბოლოს გაიხსნება, თქვენ აუცილებლად მიიბყრობთ მათ ყურადღებას - უცხო არ არის, რომ ხშირად ადამიანებს წახალისება გვჭირდება, თუნდაც ჩვენთვის სასარგებლო საქმის გასაკეთებლად და ცხადია მოსწავლეების შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მძაფრად დგას. 

მასალის ახსნა - ცხადია, მთელი გაკვეთილი ვერ იქნება ე.წ. შოუ მოსწავლეების ყურადღების მისაპყრობად, მათთვის თეორიული ცოდნის გადაცემა სწავლების უპირობო ფაქტორია, თუმცა მთავარი მასალის თითოეულ მოსწავლემდე მიტანაა. გაკვეთილის ახსნისას მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა არ დაკარგონ კონცენტრაცია და შეძლონ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გააზრება. მხოლოდ მსმენელის როლში ყოფნა, ხშირად იწვევს ყურადღების გაფანტვას, ამიტომ ეცადეთ, რომ გაკვეთილი იყოს ინტერაქციული. გამოიყენეთ ორეზენტაციები, ეს ყოველთვის საინტერესოა მოსწავლეებისთვის, იმის ვიზუალურად ჩვენება, რაც მათ თეორიული მასალის გააზრებისას გონებაში უნდა წარმოიდგინონ  გაცილებით ეფექტური იქნება და მოსწავლეებს აღქმადობაში დაეხმარება. 

გამოკითხვა - მოსწავლეებზე თანაბარი ყურადღების გადანაწილება და თითოეული მათგანის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში უმნიშვნელოვანესია - უდავოა, რომ ეს საკმაოდ რთულია ამოცანაა, რადგან ხშირად სწორედ მოსწავლეები არ იძლევიან ამის საშუალებას, ამიტომაც იკვეთებიან კლასში საუკეთესო მოსწავლეები და გამოკითხვისას, შესაძლოა საკმაოდ მოწესრიგებული, ნამეცადინები მოსწავლე, რომელიც თავს არ წარმოაჩენს, ყურადღების მიღმა დარჩეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოსწავლეს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოაჩინოს ცოდნა. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება