მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები. ამ შემთხვევაში გვინდა ყურადღება განმსაზღვრელი შეფასების სახეობებზე:
ა) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში; სემესტრული ქულა გამოითვლება მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; სემესტრული ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით. სემესტრული ქულის ამაღლება უნდა დარეგულირდეს სასკოლო სასწავლო გეგმით;
ბ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიური ქულა გამოითვლება საგნის სემესტრის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;
გ) საგნის საფეხურის ქულა - საფეხურის განმავლობაში თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული;
დ) საფეხურის ქულა გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.