სიახლეები


როგორ გამოიყურება სასკოლო ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში?
13-10-2024
-
+


ბევრ ქვეყანაში სასკოლო ფორმას მხოლოდ კერძო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეები ატარებენ, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც დრეს-კოდი ყველასთვის ერთია. საინტერესოა როგორ გამოიყურება სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა სასკოლო ფორმა?

აშშ

ამერიკელი მოსწავლეების სასკოლო ფორმაზე ფილმებით ნუ იმსჯელებთ. აშშ-ში ფორმას მხოლოდ კერძო და კათოლიკური სკოლების მოსწავლეები ატარებენ, მაგრამ სახელმწიფო სკოლებშიც ხშირად მიმართავენ დრეს-კოდს. ამერიკული სასკოლო ფორმა ხშირად პოლო მაისურს ან თეთრ პერანგს წარმოადგენს მუქი ფერის ნაქსოვ ზედატანთან, ქვედაბოლოსთან ან შარვალთან ერთად. 


იაპონია

იაპონურ სასკოლო ფორმას - „გაკო სეიფუკუს“ ეძახიან. იაპონელი სკოლის მოსწავლეები თეთრ ბაბთიან პერანგებსა და მეზღვაურის საყელოებს ატარებენ. ფორმის ეს ელემენტები უფრო მეტად დაწყებითი კლასების მოსწავლეთა სამოსს ახალვს. უფროსკლასელები კი სკოლაში ერთი ფერის ან კობოკრული კლასიკური შარვლებითა თუ ქვედაბოლებით დადიან. 


საფრანგეთი 

საფრანგეთში სასკოლო ფორის ტარება სავალდებულო 1968 წლიდან აღარაა, მაგრამ 2018 წელს დრეს-კოდი მოსწავლეთა მშობლების თანხმობით რიგ ქალაქებში დააბრუნეს. მაგალითად, ქალაქ პროვენში, საკითხის გადასაწყეტად ხმის მიცემა გაიმართა. გამოკითხვაში მონაწილე მშობლების 60%-მა იდეას მხარი დაუჭირა. ბავშვებმა კი დაიწყეს პოლო მაისურებისა და ქალაქის გერბიანი სვიტერების ტარება. ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელმაც თავდაპირველად სიახლე გააპროტესტა, მოგვიანებით ჟურნალისტებთან აღიარა, რომ დღეს მას მოსწონს, რომ „ჰარი პოტერის“ გმირივით აცვია. 


დიდი ბრიტანეთი 

დიდ ბრიტანეთში თითქმის ყველა მოსწავლე ფორმას ატარებს. სტილი იცვლება სკოლისა და სეზონის მიხედვით, მაგრამ ჩვეულებრივ, თეთრი ან ცისფერი პერანგის, ნაცრისფერი, მწვანე ან ლურჯი პიჯაკის, შარვლის ქვედაბოლოსა და სვიტერისგან შედგება. 


ესპანეთი 

ესპანეთში სასკოლო ფორმას კერძო და კათოლიკური სკოლების უმრავლესობაში ატარებენ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე სასკოლო ასაკის პრინცესები - ლეონორი და სოფია კლასიკურ ფორმაში არიან შემოსილნი: რუხი ქვედაბილო, შავი სვიტერი ემბლემით და, რა თქმა უნდა, თეთრი პერანგი. 

ინდოეთი

ინდოეთში მოსწავლეთა უმეტესობა ფორმას ატარებს. სახელმწიფო უნიფორმების შესყიდვას ხშირად აფინანსებს, ამიტომ ის მშობლებს უფრო იაფი უჯდებათ ვიდრე ჩვეულებრივი სამოსი. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ს იტალიის ქალაქ ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UniNa) დელეგაცია, რექტორის, პროფესორ მატეო ლორიტოს ხელმძღვანელობით ეწვია

მასწავლებელთა ახალი სტანდარტი დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების პედაგოგებს ეხება

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების მშობელთა პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა“

თოვლი, სეტყვა, ელჭექი... - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

უმაღლესი განათლების მქონეთა დასაქმების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე მხოლოდ ზოგადი განათლების მქონე პირების - სტატისტიკა 15-29 წლის დასაქმებულ პირებს ეხება

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

ამ საქმის სულისჩამდგმელი მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი), იმხანად დეკანოზი დავითი გახლავთ

მოზარდები მათ ინტერესებზე მორგებულ სახალისო  აქტივობებში სიამოვნებით ერთვებიან

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი

საინტერესო

როგორ შეუძლია მასწავლებელს სწავლის განსხვავებული მიდგომების ერთ გავკეთილზე გამოყენება? 

მოსწავლეები ბევრად უფრო მოტივირებულები არიან, მათ ინტელექტუალურ თავსატეხებში წარმატების მიღწევა და მათი ბოლომდე ამოხსნა სურთ

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

სიახლეები
საზოგადოება